Walking & Talking Tbilisi - Alternative Routes and Stories 2015
The artistic-research project is an investigation of the public space of Tbilisi through individual narratives.
The method was to accompany inhabitants of various parts of Tbilisi during their everyday ways through town. Their paths were the initial points for talking about their routes and routines of life within Tbilisi.
The talking articulates the consequences of urban transformation processes (because of political and socio-economic chances) and their effects to the vita of the inhabitants. The transformation of the city generates the transformation of the subjects living in it and changes the relation between subject and city.
“Walking&Talking Tbilisi –Alternative Routes and Stories” are Subjective Cartographies which visualize the walks&talks and show the individual way of each person as well as the stories told and references. These “Subjective Cartographies” can be used as alternative guides through the city apart from common guidebooks and extend the radius of knowledge as well as the physical movement. They communicate the knowledge of the inhabitants and give an impression of the “hidden” town of everyday life conditions for both, visitors and other inhabitants.
Get new perspectives on Tbilisi and inspired to walk alternative routes through town and rediscover it new.
Walking&Talking Tbilisi – Map english TAMARA
Walking&Talking Tbilisi – Map georgian TAMARA
Walking&Talking Tbilisi – Map english GEORGE
Walking&Talking Tbilisi – Map georgian GEORGE
ტესტი01 სექტ. 2015
სახელოვნებო-კვლევითი პროექტი „თბილისი, სეირნობა და საუბარი - ალტერნატიული გზები და ისტორიები” არის თბილისის საჯარო სივრცის კვლევა ინდივიდუალური ნაამბობის საშუალებით.
კვლევის მეთოდოლოგია მოიაზრებდა თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეებთან ერთად სეირნობას იმ მარშრუტების მიხედვით, რომელთაც ისინი ქალაქში ყოველდღიურად გადიან. ეს მარშრუტები იყო საწყისი წერტილი იმისათვის, რომ მათი ყოველდღიურობის გზებსა და რუტინაზე გვესაუბრა.
საუბრების გზით ყალიბდება ბოლო დროს (პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით) მიმდინარე ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შედეგები და მათი ეფექტები მაცხოვრებლების ყოფაზე. ქალაქის სახეცვლა წარმოშობს მისი მაცხოვრებლების გარდაქმნას და ცვლის კავშირს სუბიექტებსა და ქალაქს შორის.
„თბილისი, სეირნობა და საუბარი - ალტერნატიული გზები და ისტორიები”
არის „სუბიექტური კარტოგრაფიები”, რომლებიც გვაჩვენებენ როგორც ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ გზას, ასევე, მათ მიერ მოყოლილ ისტორიებს. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქალაქის ალტერნატიული მეგზურები. მათი მეშვეობით შესაძლებელია ცოდნის რადიუსისა და ქალაქში ფიზიკური სამოძრაო არეალის გაზრდა. ისინი გადმოსცემენ მაცხოვებლების ცოდნას და ქმნიან „დამალული” ქალაქის შთაბეჭდილებას ყოველდღიური ყოფის გასაჯაროების გზით, როგორც ქალაქის სტუმრებისათვის, ასევე, სხვა მაცხოვრებლებისთვის.
შეხედე თბილისს ახალი კუთხით და მიიღე ინსპირაცია რათა გაიარო ქალაქში ალტერნატიული გზით და შესაძლებელია ახლებურად აღმოაჩინო იგი.
ვერონიკა ბარნაში ცხოვრობს ვენაში და მოღვაწეობს როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი და კურატორი. ასევე, იგი ასწავლის ლინცის ხელოვნების და დიზაინის უნივერსიტეტში).
მისი სახელოვნებო პრაქტიკა დიდწილად დაფუძნებულია კვლევაზე, მოიცავს სხვადასხვა ჟანრს და არის ადგილსპეციფიური, რომელშიც სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი წარმოქმნიან პროდუქტიულ კავშირს. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც სცენოგრაფიას და ინსტალაციებს, ასევე, კომპლექსური კავშირების (განსაკუთრებით, სივრცითი, ისტორიული, ბიოგრაფიული) კარტოგრაფირებას, სადაც სივრცე მთელი მისი მრავალფეროვანი მნიშვნელობით და განზომილებით განსაზღვრავს მთლიან კონტექსტს. მსგავსი პროექტის მაგალითებია: “სუბიექტური კარტოგრაფიები ისრაელიდან”, “Far? From where?” “unORTnung I-VI” და სხვა თეატრალური პროდუქცია.
GeoAIR organises and supports international exchange projects bringing together artists and curators from different cultural backgrounds and finding relevant contexts for them to work in. GeoAIR team has been intensively working on developing contemporary art activities dealing with urgent issues. GeoAIR constantly develops their activities to be more research-based, inclusive and engaged in the specificity of given environment. A fundamental part of GeoAIR programs is the interaction with the public. In their interdisciplinary curatorial projects priority is given to socially engaged projects in which through close collaboration of local artists, audiences and communities they share experiences and ideas.
გეოეარი
გეოეარი ხელს უწყობს და ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროექტებს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა კულტურის კონტექსტში მომუშავე ადამიანები და ხდება მათთვის სამუშაო გარემოს შექმნა. გეოეარის გუნდი ინტენსიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნების ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც აქტუალურ საკითხებს უკავშირდება. გეოეარის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტად კვლევაზე დაფუძნებული, გახსნილი და ჩვენი გარემოს სპეციფიკასთან დაკავშირებული. ჩვენი საქმიანობის საფუძველი საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ჩვენი კურატორული პროექტები ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და მათში პრიორიტეტს ვანიჭებთ სოციალურად ჩართულ პროექტებს, სადაც მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ადგილობრივ ხელოვანებსა და საზოგადოებას, თუ თემს შორის ხდება გამოცდილებისა და იდეების გაზიარება.